სიახლეები
ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს

13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, ჩუნჩხა, პტენა და ახალქალაქში ცეტკინის ქუჩაზე,

13:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში პატარა ხანჩალი, დიდი ხანჩალი, სათხა, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |