სიახლეები
„ოპიზარში“ მუშაკების გადამზადება დაიწყო
კოლეჯ „ოპიზარში“ ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების ექვსთვიანი პროგრამა დაიწყო. პროფესიულ სასწავლებელში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გაიმართა. ახალგაზრდები ექვსი თვის განმავლობაში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას მიიღებენ.

პროექტი „ახალგაზრდული მუშაკების ინსტიტუციონალიზაციისა და პროფესიონალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო მიერ ხორციელდება. სამწლიანი რეფორმის მიზანი საქართველოში ახალგაზრდული მუშაკის აღიარებულ პროფესიად ჩამოყალიბება და ხარისხზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობის არეალის გაფართოებაა.

| Print |