სიახლეები
ახალციხის ბიბლიოთეკებში მუშაობა განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონაპანდემიის გამო დახურულმა ბიბლიოთეკებმა მუშაობა განაახლეს. დაწესებულებებმა საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით გააგრძელებენ. 

დარბაზებში დარჩენა მკითხველს რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით შეუძლია.

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი ჟუჟუნაძის თქმით, ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის 12-ვე ბიბლიოთეკამ დაიწყო.

| Print |