სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, კოხტის ძირის, რუსთაველის, 25-იანების, ცაბაძის, დიდველის და მიმდებარე ქუჩებზე;

15 მარტს 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, ჩორჩანი, დერცელი, ზანავი, კეხოვანი, არზნე და მიმდებარე სოფლებში,

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის ქალაქ ვალეში თამარ მეფის, ჭავჭავაძის, მეშახტის, ფარნავაზ მეფის, კაკაჩიშვილის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |