სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, შაუმიანის, პუშკინის, რუსთაველის, კამოს, აივაზოვსკის, საიათნოვას, მარჯანიშვილის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, თისელი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ვარძია, კორისხევი, გოგაშენი, აფნია, თმოგვი, ჭაჭკარი, გელსუნდა, ყარაბულაღი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, წაღვერი, ტიმოთესუბანი, ციხისჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |