სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, ტოლოში, სარო, თმოგვი, გელსუნდა, მირაშხანი, ფანაქეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, ხანძთელის, ჯაყელის, დიდიმამიშვილის, გორგასლის, პეტრე იბერის, მანველიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, წაღვერი, ტბა და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, ნალბანდიანის, სანაპიროს, თუმანიანის, თბილისის, ჭავჭავაძის, მიკოიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |