სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს 13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კარტიკამი, ხულგუმო, აბული, თახჩა, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში;

13:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, კატნატუ, სათხა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |