სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ტურცხი, ღადოლარი, ბურნაშეთი, ლომატურცხი, თოკი, ხანდო, გოკიო და მიმდებარე სოფლებში;

16:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში დაბა, სადგერი და პატარა მიტარბი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |