სიახლეები
ახალციხეში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კლდე, წნისი, გიორგიწმინდა.

12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პატარა მიტარბი, წაღვერი, ტიმოთესუბანი, მიტარბი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი, გოკიო, თოკი, ვარგავი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |