სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 15:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, წაღვერი, ტიმოთესუბანი, ციხისჯვარი, ტბა, მიტარბი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |