სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)

 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს 11:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში ხანძთელის, რაზმაძის, გოგებაშვილის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამდე, წაღვერი, კიმოთი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის, გვარამაძის, საფარის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, ჭიხარულა, მოდეგამი, ბალანთა, მოლითი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

| Print |