სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს 14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, ბარალეთი, გომანი, ვაჩიანი, ზაკვი და მიმდებარე სოფლებში;

15 ოქტომბერს 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ეფრემოვკა, სპასოვკა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ჯიგრაშენი, არაქალი, დილისკა, კუმურდო, ვაჩიანი, გორელოვკა, სათხა, დილითი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ვარდგინეთი, ზანავი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბაკურიანში;

14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, ჩორჩანი, ციხისუბანი, კეხოვანი, არზნე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |