სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტრო ენერგია დროებით შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში სულდა, კარწახი, ბოზალო, კორხი, ბარალეთი და მიმდებარე სოფლებში;

28 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, რუსთაველის, ივერიელის, თაბუკაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ნათენაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

29 ნოემბერს 11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, წაღვერი, ციხისჯვარი, მიტარბი, ტბა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |