სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს 12:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო, დიდი ხანჩალი, ჯიგრაშენი, დილითი, კუმურდო, ეშტია, სათხა, ჯიგრაშენი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს, 9 აპრილის, რუსთაველის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში საძელი, მინაძე, ღრელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |