სიახლეები
ახალციხეში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ქ. ახალციხეში თამარაშვილის, დიდიმამიშვილის, კოსტავას, ივ.ახალციხელის, ხანძთელის, მესხეთის, ბაღინაშვილის, ჯაყელის, გორგასლის, ორბელიანის, პეტრე იბერის, მთაწმინდელის, დანიელაშვილის, მანველიშვილის, სამსონიძის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, ზედგინიძის, თაყაიშვილის ქუჩებზე.

15:00-დან 16:00 საათამდე - ყაზბეგის, ექვთიმე ათონელის, გოგებაშვილის, ხარისჭარიშვილის, ციხისძირის, ხმალაძის და მიმებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |