სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, ჩუნჩხა, პტენა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, გიორგიწმინდა, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, სააკაძის, ფიროსმანის, წმ. ნინოს, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, რუსთაველის, თბილისის, ნალბანდიანის, ჭავჭავაძის, მიკოიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |