სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, სააკაძის, ფალიაშვილის, რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი და პატარა ხანჩალი, დილითი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |