სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, კორხი.

10:30-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ბაკურიანში, კოხტა გორის, დიდველის ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |