სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, ხულგუმო, თახჩა, ბუზავეთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, კოხტის ძირის, თრიალეთის, დიდველის და მიმდებარს ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |