სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს

11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ საკოჭავში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, აბული, ბუზავეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, რუსთაველის, თამარ მეფის, კეცხოველის, თუმანიანის, იაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |