სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ბაკურიანში.

14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი, ცემი.

11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩორჩანი, მოხე, ჭეჭლა, დერცელი, ჭელა, ციხისუბანი, ნამინაური, კეხოვანი, ღორთუბანი, საირმე, ზედუბანი, კიკიბო.

11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, გომარო, ზარზმა, დიდი ზანავი, წრე, ფლატე, არზნე, პატარა ზანავი.

14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური.

11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვალე, ნაოხრები, არალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |