სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ახალციხეში კოსტავას, მეგობრობის, ივერიელის ნინოშვილის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, ხეოთი, მუსხი, ჭობარეთი, ხაკი, სხვილისი და მიმდებარე სოფლებში;

16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში წაღვერი, ტბა, ცემი, ლიბანი, დაბა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |