სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერ 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალეს, ტაბიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ჭაჭარაქი, ღრელი, საძელი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, ნადირთმშენის, წაქაძის, დიდველის და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |