სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 15:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ადიგენში ალექსანდრე ზაზაშვილის, თორნიკე ერისთავის, არტემ ბალახაშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, მესხეთის, დევი ჩადუნელის, წერეთლის, ოთარ გიგოლაშვილის, გოგებაშვილის, თამარ მეფის, ვაჟა ფშაველას ქუჩებზე, სოფლებში ლელოვანი, ყარათუბანი, იჯარეთი, გორგული, ამხერი, ჩორჩანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |