სიახლეები
"ენერგო -პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 10:15 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, საყუნეთი, წინუბანი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, მუგარეთი, ტყემლანა, თისელი, ფერსა, გურკელი, წრიოხი, მინაძე.

12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტს ახალქალაქში წერეთლის ქუჩაზე.

13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტს ხოსპიოში.

14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, თბილისის, რუსთაველის, ნალბანდიანის, ჭავჭავაძის, თუმანიანის, მიკოიანის, ჯავახეთის, თამარ მეფის, ჩარენცის, სანაპიროს, ნინოწმინდის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში დ. აღმაშენებლის, თავისუფლების, თუმანიანის, მიასნიკიანის, თამარ მეფის, დარბინიანის, აგამალიანის, მაშტოცის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |