სიახლეები
ახალციხეში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხეში ჩოლოყაშვილის, გამსახურდიას ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 12:00-დან 12:30 საათამდე და 16:30-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, ზარზმელის, საფარის, გამსახურდიას ქუჩებზე, სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, ანდა, ურაველი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |