სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე, ხეოთი, წყორძა, ანდრიაწმინდა, ახალშენი, ჭობარეთი, ახალციხეში ჯაყელის, რუსთაველის ქუჩებზე.

14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, ჩუნჩხა, მურჯახეთი, პტენა, მაჯადია, ახალქალაქში ჯავახეთის, კ. ცეტკინის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |