სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, წაქაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ინაურის, პეტრიწის, ბესიკის, ღელის აღმართის, ანდრია პირველწოდებულის, მირზა გელოვანის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ჭყონდიდლის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |