სიახლეები
ნახეთ სოფლები, სადაც 4 აპრილს დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში: სხვილისი, პატარა და დიდი პამაჯი, საძელი, ორალი, ივლიტა, ყულალისი, ხაკი, ზემო სხვილისი.

13:00-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი, ცემი, ბაკურიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |