სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 13:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს აბასთუმანში ფალიაშვილის, რუსთაველი ქუჩებზე, აღობილის და არაზინდოს დასახლებებში.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურცხი, ბურნაშეთი, ღადოლარი, ლომატურცხი, აზავრეთი.

14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, მაჯადია, ბავრა, ხოსპიო, ორჯა, კორხი, ოლავერდი, ხორენია, აბული, თოთხამი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, მუგარეთი, ფერსა, თისელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |