სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის, ვაჟა ფშაველას, სტალინის, გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, გვარამაძის, ფარნავაზ მეფის, სადგურის, მანველიშვილის, თამარ მეფის ქუჩებზე.

14:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში რუსთაველის, ფალიაშვილის, ასათიანის ქუჩებზე, აღობილის და არაზინდოს დასახლებებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |