სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, მუგარეთი, ფერსა, თისელი.

13:00-დან 14:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ბორჯომში სააკაძის, მესხეთის, რუსთაველის, ერეკლეს და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, რველი, კორტანეთი, ზანავი, ახალდაბა, ვარდგინეთი, ბეშეთი, ქვაბისხევი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |