სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში გაითიშება დენი?(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი, გოკიო, თოკი, არგავი.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში კახარეთი, ღორძე, სამყური.

14:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში განძა, ეშტია, ფოკა, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, როდიონოვკა, საღამო, ვლადიმიროვკა, ხულგუმო, ტამბოვკა, ასფარა, სათხა, გორელოვკა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |