სიახლეები
ნახეთ სოფლები, სადაც 20 და 22 მაისს დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ბორჯომში თორის, ერეკლეს, პლატოს, გურამიშვილის, 9 აპრილის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭავჭავაძის, ორბელიანის, შრომის, დუმბაძის, ჯორჯაძის, გორკის, ინგოროყვას, მანჯგალაძის, წერეთლის, სადგერის, დიმიტროვის ქუჩებზე.

22 მაისს 11:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |