სიახლეები
რომელ მუნიციპალიტეტში გაითიშება შუქი 13 ივნისს? (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, კორხი.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს აბასთუმანში ფალიაშვილის, რუსთაველის, ასათიანის ქუჩებზე, აღობილის და არაზინდოს დასახლებებში.

15:00-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადგერი, დაბა, ტბა, საკოჭავი, პატარა მიტარბი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |