სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, ადიგენი, ჩორჩანი, გომარო, ზარზმა, დიდი ზანავი, მოხე, ჭეჭლა, დერცელი, წრე, ჭელა, ფლატე, ციხისუბანი, კეხოვანი, ნამინაური, ღორთუბანი, არზნე, ზედუბანი, პატარა ზანავი.

13:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, კორხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |