სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა აბასთუმანში.

11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, უგარეთი, ფერსა, თისელი.

12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი.

13:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მზეთამზე, კიმოთი, ტიმოთესუბანი, წაღვერი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |