სიახლეები
რომელ მუნიციპალიტეტებში გაითიშება ელექტროენერგია? (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცემი, მზეთამზე, კიმოთი, აღვერი, ტიმოთესუბანი, პატარა მიტარბი, მიტარბი, ტბა, ციხისჯვარი.

12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, თბილისის, რუსთაველის, ნალბანდიანის, ჭავჭავაძის, თუმანიანის, მიკოიანის, ჯავახეთის, მალხასიანის, თამარ მეფის, მიასნიკიანის, ჩარენცის ქუჩებზე.

12:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი, ჭობარეთი, ივერია, საყუდაბელი, ორგორა, ერკოტა, ღობიეთი, ძველი, ღობიეთი.

13:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიც. სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, ვლადიმიროვკა, ხულგუმო, ტამბოვკა, ასფარა, გორელოვკა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |