სიახლეები
ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება

11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, სვირი, წირა, ანი, ჭვინთა, ბოგა, ელიაწმინდა, ტატანისი, მიქელწმინდა.

11:30-დან 17:00 საათამდე - აბონეტებს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

12:20-დან 18:00 საათამდე - სოფლებში მზეთამზე, კიმოთი, ტიმოთესუბანი, პატარა მიტარბი, წაღვერი, მიტარბი.

13:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში ასათიანის, რუსთაველის, ფალიაშვილი ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |