სიახლეები
14 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს 11:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, წაქაძის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიკიბო, ქვაბიჯვარი, ვარხანი, წახანი, ხევაშენი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი გონდრიო, ჯიგრაშენი, მამწვარა, როდიონოვკა, ასფარა, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |