სიახლეები
ბორჯომში, ბაკურიანში, ახალციხესა და ვალეში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 17:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარებში.

12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, თავისუფლების, წერეთლის ქუჩებზე, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე.

14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში წერეთლის, მეგობრობის, გაგარინის, წერეთლის ქუჩებზე.

15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ვალეში მანველიშვილის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |