სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სოფლებში დენი გაითიშება. ნახეთ გრაფიკი:

11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, საძელი, ორალი, წინუბანი, ვალე და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბრავაში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში მლაშე, გომარო, მოხე, დიდი ზანავი, დერცელი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, წერეთლის, ბიატლონის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |