სიახლეები
ვის შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 ივლისს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, რუსთავი, იდუმალა, ოთა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში გოგებაშვილის, ვარძიის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში ასათიანის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში თორის, ერეკლეს, გურამიშვილის, 9 აპრილის, კოსტავას, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, მუგარეთი, თისელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |