სიახლეები
სოფელ საძელში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ საძელში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

შენობის რეაბილიტაციაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 189 ლარი დაიხარჯა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 30 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. საბავშო ბაღში ადგილობივი მოსახლეობაა დასაქმებული.

რეაბილიტირებული ბაღი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და გუბერნატორმა საზეიმოდ გახსნეს.

ამდროისთვის ახალციის მუნიციპალიტეტში სულ ცამეტი ბაღი ფუნქციონირებს.


| Print |