სიახლეები
ახალციხის, ადიგენისა და ახალქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 266 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სვირი, ბოგა, ტატანისი.

10:30-იდან 18:00 საათამდე - 965 აბონენტს ადიგენში ალექსანდრე ზაზაშვილის, თორნიკე ერისთავის, ოთარ გიგოლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ყარათუბანი, იჯარეთი, ღორძე და მიმდებარე სოფლებში.

12:40-იდან 17:10 საათამდე - 1142 აბონენტს ახალქალაქში აღმაშენებლის, თუმანიანის, აგამალიანის, მაშტოცის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |