სიახლეები
ხანძარია წაღვერში
ხანძარია წაღვერის წიწვოვან ტყეშიც. ცეცხლი დაახლოებით 17:00 საათისთვის,  ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე გაჩნდა.
ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ტერიტორია მიუვალია, რაც ხანძრის ლოკალიზებას ართულებს. წინასწარი შეფასებით ცეცხლის გავრცელების არეალი ფართოა.

ხანძარი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ცოტა ხნის წინ სტიქიას ებრძოდნენ. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. 

წაღვერის ტყეში იწვის უნიკალური ხეები, თუმცა ხანძრის კერასთან მიახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცეცხლის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს.

ამ დროისთვის ცეცხლი, დაახლოებით, 4 ჰექტარამდე ფართობზეა გავრცელებული. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი სამ ფერდობზეა მოდებული.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე ადგილზე არიან მობილიზებულები, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ავიაციის ჩართვის

გარეშე ხანძართან გამკლავება შეუძლებელი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ხვალ დილიდან ჩაერთვება.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"










| Print |