სიახლეები
დერცელის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ხანძარს ებრძვიან ადიგენშიც. ცეცხლი სოფელ  დერცელთან, ღაღვის სატყეო უბანში, ე.წ. მჟავე წყლებთან,  წუხელ გაჩნდა.



ტყეში გაჩენილი ცეცხლის შესახებ შეტყობინება 21 სექტემბერს, საღამოს შვიდი საათისთვის შევიდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განმარტებით, მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ადგილზე იმყოფება პოლიცია.

ცეცხლი ძირითადად მიუვალ ადგილზეა გაჩენილი, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში   იჭრებოდა გზა, რათა დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა: ორი ადიგენის და ორი ახალციხის.

ადგილობრივების ვარაუდით, ხანძარი დაახლოებით ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული. 24 საათის განმავლობაში მაშველებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში ადგილობრივი მაცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული.  

ცეცხლის ლოკალიზების პროცესში სახანძრო მანქანებიც არიან ჩართული.

 


| Print |