სიახლეები
სან დიეგოს უნივერსიტეტში წელს, სამცხე–ჯავახეთიდან 7 სტუდენტი ისწავლის
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამცხე-ჯავახეთის სკოლებიდან კიდევ 7 სტუდენტი ისწავლის:

1. მარიტა მერაბიშვილი, ახალციხის #5 საჯარო სკოლა
2. დავით ხუციშვილი, ახალციხის #6 საჯარო სკოლა
3. გიორგი სანდროშვილი, ახალციხის #6 საჯარო სკოლა
4. ლევან აბულაძე, ახალციხის #1 საჯარო სკოლა
5. ლიკა კირთაძე, ადიგენის საჯარო სკოლა
6. გიორგი მაცუკატოვი, ახალქალაქის #3 საჯარო სკოლა
7. შაქრო ვარდანიანი, ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლა

ინფორმაციას, სოციალური ქსელით,  საერთაშორისო განათლების ცენტრი – ახალციხე ავრცელებს. 


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე, 2016 წელს, სამცხე-ჯავახეთიდან ხუთი სტუდენტი ჩაირიცხა. ახალგაზრდებმა სრული დაფინანსება მოიპოვეს. 

გასულ წელს, სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩარიცხული ხუთივე სტუდენტი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან არის. ესენი არიან: ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული – ქეთევან კაპანაძე; მეხუთე საჯარო სკოლიდან – თენგიზ გოგალაძე, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე– თათია კოტაძე, კერძო სკოლა “მზექა”–ს მოსწავლე ფიქრია დალალიშვილი და ვალის პირველი საჯარო სკოლიდან – პეტრე მანველიშვილი.


| Print |