ბორჯომში მეორე ტურს საერთაშორისო დამკვირველები დააკვირდებიან
20:44 / 10.11.2017
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 9 ნოემბერს ამოიწურა.
ექვს მუნიციპალიტეტში კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რომელი ორგანიზაციები იმუშავებენ კონკრეტულად ბორჯომის საარჩევნო ოლქში უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესზე ისინი მონიტორინგს 30-ივე საარჩევნო უბანზე განახორციელებენ.