სიახლეები
დღეს მთავარანგელოზობაა
21 ნოემბერს ყოველწლიურად მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღეს მთავარანგელოზთა – მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის, კრებას იხსენიებენ. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა–ლოცვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში მამა გიორგი აღავლენს.

ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის შემდეგ სოფელში ოფიციალურად გაიხსნება დედათა მონასტრის ახალი შენობა და გაიმართება სოფელ საროს სამრევლო სკოლის პრეზენტაცია.

სკოლაში, საროსა და მიმდებარე სოფლებიდან მოსწავლეები – ტრადიციულ ხელსაქმეს, რელიგიას, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.



| Print |